ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს ბანკი” ავტოსესხებზე უნიკალური შეთავაზების შესახებ აცხადებს
18/10/2010


პრესრელიზი

18 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
სოფო ბალავაძე
ზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
“საქართველოს ბანკი”
+995 32 444 248
+995 77 720 144

„საქართველოს ბანკი” ავტოსესხებზე უნიკალური შეთავაზების შესახებ აცხადებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ოქტომბერი, 2010 - თბილისი, 18 ოქტომბერი, 2010 - სს “საქართველოს ბანკმა”, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ავტოსესხებზე ახალი შეთავაზების შესახებ განაცხადა.

18 ოქტომბრიდან, “საქართველოს ბანკი” მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შანსს მარტივად შეცვალოს ძველი ავტომობილი ახლით. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ექნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გასინჯოს და მოირგოს 2011 წლის ავტომობილების მოდელები, რისთვისაც მომხამრებელმა  საკმარისია დარეკოს “საქართველოს ბანკში” 444 444-ზე და ჩაეწეროს ტესტ დრაივზე, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს.  ტესტ დრაივი შედგება ყოველდღე, ტოიოტა,ჰიუნდაი და კიას ავტოცენტრებში. სურვილის შემთხვევაში, მომხამრებელს აქვს შესაძლებლობა იქვე გაცვალოს საკუთარი ძველი ავტომობილი ახალში. “საქართველოს ბანკი” ადგილზევე, პირადობის მოწმობის საფუძველზე, დააფინანსებს ძველსა და ახალ ავტომობილებს შორის ფასის სხვაობას, ავტოსესხის სპეციალურად ამ შეთავაზებისთვის შექმნილი პირობებით: სესხის გაცემის გამარტივებული პროცედურა, სესხის ვადა - 60 თვემდე, საპროცენტო განაკვეთი - 0%-დან, თანამონაწილოება- შესაძენი მანქანის ღირებულების 20-დან%.

ტესტ დრაივში მონაწილე 2011 წლის ავტომობილებია:Toyota-s markis modelebi: Yaris, Corolla, Camry, Rav4, Prado, Land Cruiser 200; ჰიუნდაის მარკის მოდელები Sonata, ix35, i20; Kia-ს მარკის მოდელები: Cerato, ასევე დაემატება Sportage და Optima.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.testdrive.bog.ge

 

წაკითხულია: 3166