ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდა
21/03/2014
პრესრელიზი

21 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარი ხურციძე,
ტელ: 555 711 228,
ოფისი: (+995) 222 08 10

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდა


„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" ქ. ქუთაისში მოსამართლეებთან მრგვალი მაგიდა გამართა.

ღონისძიება მიეძღვნა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მოსამართლეთა სოციალურ გარანტიებს.

შეხვედრა „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა.

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა მოსამართლეთა სოციალური გარანტიების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუასია.


ღონისძიება ტარდება პროექტის "მოსამართლეები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის". პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ გაწეული გულისხმიერი დახმარების შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვისინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით. პროექტის თანადამფინანსებელია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".

წაკითხულია: 3748