ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა-მ“ ქალთა უფლებების საკითებზე მრგვალი მაგიდა გამართა
25/06/2014

პრესრელიზი

25 ივნისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს მოსამართლეთა ერთობა
unityofjudges@gmail.com

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა-მ" ქალთა უფლებების საკითებზე მრგვალი მაგიდა გამართა

 

დღეს „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" შეხვედრა გამართა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვასა და ამ კუთხით არსებულ სასამართლო პრაქტიკას მიეძღვნა, კერძოდ - ქალთა სოციალური გარანტიები, განათლება, კარიერა, ოჯახური ძალადობა (შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ) და მარტოხელა დედები.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი მოსამართლეები და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
 
შეხვედრაზე მომხსენებლად წარსდგნენ საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე, რომელმაც გენდერულ საკითხებსა და სასამართლო პრაქტიკაზე ისაუბრა. სამოქალაქო საზოგადოებიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ძალადობაზე გაამახვილა.

 

წაკითხულია: 3545

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში