ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დანერგვის შესახებ ფორუმი გამართა
18/07/2014
პრესრელიზი

18 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

unityofjudges@gmail.com „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დანერგვის შესახებ ფორუმი გამართა

18 ივლისს, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტმა გამართა ფორუმი თემაზე „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის იმპლემენტაცია საქართველოში". ღონისძიების ძირითადი საკითხები იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დანერგვის მეთოდოლოგია, მნიშვნელობა და ძირითადი გამოწვევები.
ფორუმი ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში ჰანს ჰორბახიმ გახსნა, ამას გარდა, მოხსენებები გააკეთეს ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა - ჰარი ჰამელმა, ჰააგის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ - ჰერითიან ფან ოფენიმ და ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მარკ დე ვერდიმ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „კანონის უზენაესობის განმტკიცება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ჩამოყალიბების მეშვეობით საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" პარტნიორია ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი.

წაკითხულია: 3245