ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ ბათუმში შეხვედრა გამართა
19/09/2014
პრესრელიზი

19 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა"
unityofjudges@gmail.com

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" ბათუმში შეხვედრა გამართა

დღეს „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ" აჭარის რეგიონში მოქმედ მოსამართლეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრა „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის შექმნის მიზანი გააცნო, ასევე ისაუბრა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ასევე მოხსენება გააკეთა „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" წევრმა ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დურმიშხან ჟორჟოლიანმა. იგი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას, დაწინაურებას, შეფასებას და მივლინებას.

 

წაკითხულია: 3024