ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ულოცავს ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას
23/03/2015
პრესრელიზი

23 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ულოცავს ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას

 

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ულოცავს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მიესალმება პრეზიდენტის და პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს ისტორიაში პირველად სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობაზე ქალბატონი გამწესდა. ორგანიზაცია მიესალმება ქალბატონი ნინოს სურვილს, რომელიც გულისხმობს სასამართლო კორპუსთან თანამშრომლობისა და რეფორმის ერთობლივად გაგრძელების გზით მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი გარემოს სრულყოფას, ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გარანტირებული იქნება ყოველი ადამიანის უფლებების თანასწორ და სამართლიან პირობებში დაცვა. "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მზადაა კვალავაც აქტიურად იყოს ჩართული და მიიღოს მონაწილეობა ქვეყანაში დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემის ფორმირებაში.

წაკითხულია: 3611