ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/10/2022
„სპორტფოტო“ - 2021

2022 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციული და ყოველწლიური სპორტული ფოტო-კატალოგის, „სპორტფოტოს" პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული კატალოგი 2022 წელს მერვედ, სეოკ-ისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაფინანსებით გამოიცა.

„სპორტფოტოს" მერვე გამოცემაში, 2021 წლის მნიშვნელოვანი სპოტული მოვლენებია შესული. ტრადიციულად პროექტი განვლილი წლის სპორტულ შეჯიბრებისა და შედეგების ფოტო-ალმანახად შეიკრა. „სპორტფოტომ", რომლის წინამორბედიც თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი „ნიამორი" იყო (2004 წლიდან), ამ სახით და ახალი ფორმატით არსებობა 2014 წლიდან დაიწყო. სწორედ, 2014 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები გამოიცა პირველ კრებულად. პროექტმა, ამ წლების მანძილზე თბილისის სპორტულ ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდრა.
პროექტზე მომუშავე ჯგუფი (რომელსაც 2014 წლიდან ახალი სახეები დაემატნენ), ცდილობს, ამ სახით, სპორტული ფოტოგრაფებიც წაახალისოს და თავად სპორტსმენებიც. კატალოგის გამოცემაში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ტრადიციულად, ჩვენს გვერდით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად.

კატალოგი თემატურად კვლავ, ოლიმპიური რგოლების პრინციპით იყოფა და შესაბამისი ჰაშტაგებითაც სათაურდება. პირველი რგოლი არის - #ოლიმპიური. გამომდინარე იქიდან, რომ 2021 ის წელია, რომელიც საკმაოდ წარმატებული და ისტორიული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის, ოლიმპიელებისთვის. ამ რგოლისთვის ფოტოები, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვაწოდა.


მეორე რგოლი, ტრადიციულად ცალკეულ ავტორებს დაეთმოთ. აქ, წლეულს, სამი დებიუტანტი გვყავს. თუმცა, მთავარი ყურადღება და ჰაშტაგიც, #ბადრიესათვის, ბევრი თაობის სპორტული ფოტოგრაფიის მასწავლებელს, ბადრი კეთილაძეს ხსოვნას ეძღვნება. 2021 წელი აღმოჩნდა ბოლო წელი, როდესაც ბადრი კეთილაძემ სპორტული მოვლენების აღბეჭვდა მოახერხა.

ტრადიცული, მესამე ჰეშტაგი #ცისფერიმთები ცდილობს შეინახოს პროექტის პირვანდელი („ნიამორის") თემატიკა და ცაკლე რგოლს სწორედს, სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სპორტის სახეობებს (ძირითადად უმაყურებლო სპორტს) უთმობს.

მეოთხე რგოლში, #წლისამბები, ქართული და საერთაშორისო ფედერაციები (მათ შორის პირველად ATP ტურისა და ISU-ის), ასევე ქართული სპორტული კლუბების მიერ მოწოდებული ფოტოებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია ზეიდიზედ, პროექტში IJF-ია რამდენიმე ფოტოგრაფი მონაწილეობს.

და ბოლო მე-5 რგოლი, ჩვენი პროექტის ავტორი ორგანიზაციის ა(ა)იპ „კასტირიონის" ერთ-ერთი სხვა პროექტის, სპორტული ვებ-პორტალის (სპორტული ჰაბი) TSFF.GE-ს 2021 წლის „მოსავალია".

ტრადიციულად, კატალოგის რამდენიმე ეგზემპლარი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. აღნიშნული კატალოგი, მასში შემავალი ავტორების უფლებების დაცვის მიზნით, ელექტრონული ვერსიის სახით ამ ეტაპზე, „სპორტფოტო 2021" აღარ არის განთავსებული ონლაინ.


აკონტაქტო ინფორმატცია:www.tsff.ge / info@tsff.ge / +995558178111
ა(ა)იპ კასტირიონი / სკ:204443236


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 828