პრესრელიზი
„ტენტორიუმმა" ჰიპერმარკეტ „გუდვილში"ახალი ობიექტი გახსნა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 მაისი, 2012
2012 წლის 28 მაისს ფუტკრის პროდუქტების ერთადერთმა
კომპანიამ საქართველოში - „ტენტორიუმმა" ბრენდის
ოფიციალური წარმომადგენლობა ჰიპერმარკეტ „გუდვილში" გახსნა. „ტენტორიუმისთვის" ეს ახალი
ობიექტი მეორეა. მისი პირველი
სერვის-ცენტრი მელიქიშვილის 6-ში მდებარეობს.
კომპანია „ტენტორიუმი" მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მომხარებელს სთავაზობს ფუტკრის უნიკალური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს. „ტენტორიუმის" ქსელი წარმოდგენილია ოცდარვა ქვეყანაში და ის მსოფლიო ბაზარზე 23 წელია მუშაობს.
„ტენტორიუმის" დირექტორის ლიკა ქვაჩახიას განცხადებით: „მომხმარებლების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ წარმომადგნელობის „გუდვილში" გახსნა, რაც ჩვენი ჯანსაღი და უნიკალური პროდუქციის ხელმისაწვდომობას უფრო გააფართოებს და გაყიდვების სტიმულირებას მოახდენს. ძველი ბერძნები თაფლს ჯადოსნურ ელექსირს უწოდებდნენ, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ საზოგადოებაზე და მათ ჯანმრთელ და ლამაზ მომავალზე". „ტენტორიუმი" მესამე ობიექტის გახსნას ქ. ბათუმში გეგმავს.