ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„ფლაივისტა“ ხსნის რეგულარულ რეისს კიევი ¬ თბილისი
02/09/2014
პრესრელიზი

2 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკა აბსანძე
Eka.A@flyvista.aero

„ფლაივისტა" ხსნის რეგულარულ რეისს კიევი ¬ თბილისი

„ფლაივისტამ", დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, რომელიც საქართველოს დედაქალაქში, თბილისშია დაფუძნებული, 2014 წლის 28 აგვისტოს დაიწყო კიევი - თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება. „ფლაივისტა" გთავაზობთ ხარისხიან, სტუმართმოყვარე სერვისს მიმზიდველ ფასად.

რეისები კიევის აეროპორტიდან (ჟულიანი) თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ იქნება: ორშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. ფრენა განხორციელდება თანამედროვე თვითმფრინავ Boeing 737-300-ზე, სადაც შემოგთავაზებენ ხარისხიანი საკვების, სასმელისა და წასახემსებლების ფართო არჩევანს დამატებით ფასად. ქალაქ კიევის განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წყალობით, ფრენა საერთაშორისო აეროპორტ „კიევიდან" (ჟულიანი), რომელიც კიევის ცენტრში მდებარეობს, საშუალებას მისცემს მგზავრებს, დაზოგონ დრო. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 99 აშშ დოლარია და მოიცავს სააეროპორტო გადასახადებსა და მოსაკრებელებს. ბილეთის ფასში ასევე შედის 20 კილოგრამამდე დარეგისტრირებული ბარგისა და 7 კილოგრამამდე ხელბარგის გადატანის შესაძლებლობა, რაც დიდი შეღავათია მგზავრებისათვის.

უკრაინაში ბილეთების შეძენა შესაძლებელია გაყიდვების გენერალური სააგენტოს ოფისებში - უკრაინული (www.uhc.aero), აკრედიტებულ საჰენდლინგო ტურისტულ სააგენტოებში და კომპანიის ვებგვერდზე - www.flyvista.aero.

გრიგორი პომერანცევი, „ფლაივისტას" აღმასრულებელი დირექტორი: „ძალიან გვიხარია, რომ გაიხსნა ახალი რეგულარული რეისი, თბილისი - კიევი, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებად იქცა კომპანია „ფლაი ვისტას" ფრენების რუკაზე. თბილისში უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა, ტრადიციულად, მაღალია. პირდაპირი რეისების გახსნით „ფლაივისტა" ქმნის მეტ კომფორტს როგორც ქართველი მოგზაურებისათვის, ისე უკრაინის მაცხოვრებლებისათვის, რომლებსაც სურთ, მოინახულონ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა. ახალი პირდაპირი რეისები, სტუმართმოყვარე და მეგობრული სერვისითა და მიმზიდველი ფასებით, კიდევ ერთი კარგი მიზეზია საქართველოში ინვესტირებისათვის ან უბრალოდ მოგზაურობისათვის ტურისტის სტატუსით; იმისათვის, რომ შევიტყოთ, რატომ უწოდებენ საქართველოს „სიცოცხლის ქვეყანას".

კიევი - თბილისი „ფლაივისტას" უკვე მეორე მარშრუტია. 2014 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა რეისი - თბილისი - თეირანი. რეგულარული რეისების შესრულება შესაძლებელი გახდა ქართული კომპანიის, Vista Georgia-ს სტრატეგიული პარტნიორობის დამსახურებით კომპანია „აეროვისტას"-ჩარტერისა და ლიზინგის სპეციალისტებთან (არაბთა გაერთიანებული საამიროები). ასეთ ძლიერ ალიანსთან თანამშრომლობა ავიაკომპანია „ფლაი ვისტას" აძლევს საშუალებას, წარმატებით გააფართოვოს მარშრუტების ქსელი მეზობელ და არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში.

წაკითხულია: 4593