პრესრელიზი
13 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54
„შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ" - „თეგეტა მოტორსის" ახალი კონკურსი მომხმარებელს
სოციალური მედიის ყველაზე აქტიური წევრებისთვის „თეგეტა მოტორსმა" ახალი კონკურსი წამოიწო. მათ, ვისაც უყვარს წერა, პოსტების აქტიურად გამოქვეყნება და ავტომობილი, ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ კონკურსში „შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ", დაწერონ საკონკურსო პოსტი ავტომობილის ზამთრისთვის მომზადების შესახებ და და მოიგონ პრიზები. კონკურსის მიზანია მომხმარებელი დააფქიროს უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზამთარში და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული: ფეისბუქის მომხმარებლის სიმპათია და ჟიურის სიმპათია. მომხმარებლის სიმპათიას საჩუქრად გადაეცემა iPad Retina (4-rd Generation) 32GB White, ხოლო ჟიურის რჩეულს „თეგეტა მოტორსის 1,000 ლარიანი ვაუჩერი.
კონკურსის წესები მარტივია. კონკურსის თემატიკა: ზამთარი, ავტომობილი, უსაფრთხოება და საბურავები. საკონკურსო პოსტი შესაძლოა იყოს მხატვრული, მოთხრობის, ან ნოველის სახით, თუმცა პოსტის თემატიკა უნდა შეეხებოდეს ზამთარში ავტომობილის დაცვასა და უსაფრთოებას, კერძოდ, ავტომობილის ზამთრის საბურავებით აღჭურვის მნიშვნელობას. საკონკურსო პოსტში სიტყვა „საბურავი" „ზამთრის საბურავი" „ავტომობილი" უნდა დაილინკოს „თეგეტა მოტორსის" ვებ გვერდზე. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოგზავნოთ საკონკურსო პოსტის ბმული იმეილზე marketing@tegetamotors.ge საკონტაქტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ბლოგი ან ფეისბუქის პროფილი. პოსტების საკონკურსოდ მიღება შეწყდება 2013 წლის 5 დეკემბერს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2013 წლის 10 დეკემბერს.
საკონკურსო პოსტები და დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსებულია „თეგეტა მოტორსის" ფეისბუქის გვერდზე.