დიეტური პროდუქტების შესაქმნელად საქართველოს მდიდარი ბიორესურსებიდან მარიამმა და გიორგიმ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩიეს“ დაბალგლიკემიური სოიო, ამარანტი , ოსპი და ტოპინამბური . ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტ - სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რომ საბოლოო ჯამში სრულიად ახალი პროდუქტი მიეღოთ. პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც მხოლოდ ქართული მინერალური წყალი იქნება შერჩეული. საბოლოოდ აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის , სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტების და პურის სახით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პურში გლიკემიური ინდექსი 28 ერთეულს შეადგენს,მაშინ როდესაც როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღებია 40-ზე დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს ბაზარზე კი ისეთ პურპროდუქტები იწარმოება, რომლის მაჩვენებელიც აღემატება ახალ მაჩვენებელს.