ფაბლისითი და რეკლამა: შეთავსება შესაძლებელია
PUBLICITY.GE თავისი მომსახურებებითა და უპირატესობებით საშუალებას გაძლევთ აამაღლოთ თქვენი ორგანიზაციის, მისი პროდუქციის ან სერვისის ცნობადობა, შექმნათ სასურველი განწყობა და ნდობის კლიმატი თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობაში.
ამასთან ერთად, ჩვენი კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს ფაბლისითის, როგორც ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო ინსტრუმენტის პოპულარიზება. პირიქით, ჩვენი ფილოსოფია ემყარება კომუნიკაციის მრავალმხრივ პროცესს და ამ პროცესში საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი სააგენტოს საიტი შეიძლება გამოიყენოთ როგორც თქვენი ფაბლისითის შესაქმნელად, ისე რეკლამის განსათავსებლად.
რატომ უნდა განათავსოთ რეკლამა ჩვენს საიტზე?
PUBLICITY.GE არის ინტერნეტ რესურსი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეცნობა. ჩვენი პრესრელიზების ძირითადი მომხმარებლები ჟურნალისტები არიან. ამიტომაც, როცა ისინი ჩვენს ვებ.გვერდს სტუმრობენ, მათ იმთავითვე ამოძრავებთ პროფესიული ინტერესი, რომ მოიპოვონ სიახლე. ამ დროს კი, მათ უამრავ ინფორმაციასთან ერთად ხვდება თქვენი რეკლამა. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლები ყურადღებას მიაქცევენ რეკლამას არამხოლოდ მომხმარებლის პოზიციიდან, არამედ ჟურნალისტური ინტერესის დასაკმაყოფილებლადაც, რაც თავისთავად შეიძლება იქცეს პრესაში თქვენი გაშუქების დამატებით საბაბად.
ჩვენი აუდიტორია შედგება ჟურნალისტებისაგან, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლებისაგან, რაც სრულიად განსხვავებულ დატვირთვას აძლევს ჩვენს საიტს. PUBLICITY.GE -ზე განთავსებული რეკლამა პოულობს ადრესატს, თქვენი პროდუქტი ან სერვისი - მომხმარებელს, ხოლო თქვენი კომპანიის რეპუტაცია კი - ნდობას.
სარეკლამო ადგილები, ბანერის ტიპები, ფასები და მონიტორინგი
PUBLICITY.GE გთავაზობთ სხვადასხვა ზომის ბანერების განთავსებას ჩვენი ვებ.გვერდის იმ სეგმენტებში, სადაც რეკლამას ყველაზე მაღალი ეფექტი ექნება. ჩვენი სარეკლამო ზონა დაყოფილია სამ ნაწილად: ცენტრალურ, მარჯვენა ზედა და მარცხენა ქვედა ზონებად. ცენტრალურ ზონაში შესაძლებელია მხოლოდ ერთი ბანერის განთავსება, მარჯვენა ზედა ზონაში - ორის, ხოლო მარცხენა ქვედა ზონაში შესაძლებელია ხუთი ბანერის განთავსება. სამივე სარეკლამო ადგილი გამოირჩევა კარგი აღქმადობით, რაც ბანერის ინფორმაციულობასა და ვიზუალურ ხარისხთან ერთად განაპირობებს თქვენი რეკლამის წარმატებულობას.
ბანერი | ღირებულება |
F1 | 500 ლარი |
F2 | 200 ლარი |
F3 | 200 ლარი |
F4 | 100 ლარი |
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას.