ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ამერიკელი გოგონა დედაენის ოლიმპიადის გამარჯვებულია
მარიამ ნოელ სქროგინსი ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახ. სკოლა-ლიცეუმის მე-5 კლასის მოსწავლეა. ქართული სიმღერაც და დედაენაც პატარა ამერიკელმა საქართველოში, რუსთაველის სახელობის სკოლაში შეისწავლა. დღეს მარიამი არა მხოლოდ თავისუფლად ფლობს ქართულს, არამედ დედაენის ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა, სადაც მომღერალმა ვოკალურ კონკურსში ჟიურის საუკეთესო შეფასება და საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
სკოლის ერთ-ერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე გაკვეთილების შემდეგ ხშირად პატარა დასაც ასწავლის ქართულ ენას და ცდილობს მასთან ერთად კიდევ უფრო დახვეწოს ქართული ენის ცოდნა.
„ძალიან მიხარია ასეთ საინტერესო კონკურსში გამარჯვება. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ზაფხული და როდის დავბრუნდები ამერიკაში, რომ ჩემს ბებია-ბაბუას, ნათესავებს ჩემი წარმატების შესახებ ვახარო. ამერიკაში ბებიასა და ბაბუსაც ვუმღერებ ქართულ სიმღერებს და მოვუყვები ჩემი მეორე სამშობლოს შესახებ“. - ამბობს მარიამ ნოელ სქროგინსი.
გასულ კვირას თბილისში გამართულ დედაენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, რომელშიც ქართველ მოსწავლეებთან ერთად არაქართულენოვანი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, ამერიკელმა მარიამ ნოელ სქროგინსმა ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შესთავაზა ჟიურის წევრებს და ვიკალურ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2957