ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/03/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
20 მარტს, 18:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“, კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ტარდება და მასში ოცდათერთმეტმა განსხვავებული პროფილისა და მასშტაბის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომისიამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამი გამარჯვებული გამოავლინა.
დაჯილდოების ღონისძიებას გახსნიან და აუდიტორიას სიტყვით მიესალმებიან: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდი და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზაციას.
წაკითხულია: 2194