ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონფერენცია “გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020” ფარგლებში
09/05/2016
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

9 მაისი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

კონფერენცია "გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020" ფარგლებში

10 მაისს 12:00 საათზე, სასტუმრო "რუმსში" (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. N14) ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში "გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020" ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას გამართავს.

ღონისძიების მიზანია ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მოგვარების გზებზე საუბარი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ გაეროსა და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენლები.

გამომსვლელთა მიმართვების შემდეგ კონფერენციაზე მოხდება ახლად დამზადებული ვიდეო რგოლისა და ორგანიზაცია "Jump Start Georgia"-ის მიერ დამზადებული გიფოგრაფიკის პრეზენტაცია, რომლის გზავნილია "გზა სხვისიცაა" და იგი ქვეითებისთვის თუ მძღოლებისთვის გზის გაზიარებას გულისხმობს.

 

სტატისტიკა: 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 20%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთვევებში. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. (შსს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლოდ 8045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვაა და 8536 დაშავდა, 2015 წელს კი 602 ადამიანი დაიღუპა და 9187 დაშავდა)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 32 72 71 ეკა ლალიაშვილი

წაკითხულია: 4419