ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მარნეულელ დებს საუკეთესო კალიგრაფების ტიტული მიენიჭათ
დები მარიამ და შაჰნისე ემილები ქალაქ მარნეულიდან არიან. ნიჭიერი და წარმატებული დები განათლებას დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში იღებენ. სწორედ ამ სკოლაში ეზიარნენ პატარები ქართულ დედაენას და ქართულ დამწერლობას.
თბილისში გამართულ დედანის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გოგონებმა პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. კალიგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა კი დების ნაშრომი ერთ-ერთ საუკეთესო ხელნაწერად აღიარა. წარმატებულ მოსწავლეებს „ საუკეთსო კალიგრაფების ოჯახის“ ტიტულიც მიენიჭა.
პატარა მარიამი ჯერ მხოლოდ მეორე კლასშია და ქართულის ცოდნასაც ეხლა იმყარებს, უფროსი და კი მეექვსე კლასში სწავლობს და ხშირად ეხმარება და-ძმებს. ემილები ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეები არიან სკოლაშიც და მათი ქართულად შესრულებული ნაშრომებიც გამორჩეულია. გოგონების ოჯახში ქართულად საუბარი, კითხვა და წერა მხოლოდ პატარა თაობამ იცის. მშობლებს ქართულად თარგმნასა და კომუნკაციაში შვილები ეხმარებიან. ემინლების მამა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ქვემო ქართლის მუფდია. მამას პატარა გოგონები ხშირად ეხმარებიან ქართულის თარგმანში.
„მეც და ჩემს დასაც ძალიან მოგვწონს ქართული ენა და ქართულად წერა. ვცდილობთ, ყოველთვის ლამაზად და სუფთად გამოვიყვანოთ ასოები. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ნაწერი დედაენის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. ვეცდებით კიდევ უფრო დავხვეწოთ ქართული და სხვა ოლიმპიადებშიც წარმატებას მივაღწიოთ.“ - განაცხადა შაჰნისემ.
ორგანიზაციის შესახებ
გასულ კვირას გამართულ დედაენის ოლიმპიადაზე, რომელიც არაქართულენოვან მოსწავლეებსაც მასპინძლობდა მარნეულელმა დებმა ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი წარადგინეს, რითიც ჟიურისგან პირველ და მესამე ადგილებთან ერთად საპატიო ჯილდოები და პრიზებიც დაიმსახურეს.
წაკითხულია: 2314