ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/01/2019
საქართველოს კარიტასი ახალ მასშტაბური პროექტის „სიკეთის ყუთის“ (ტანსაცმლის შემოწირულობის ყუთი) გახსნას მართავს
31 იანვარს, 16:00 საათზე, კაფე „ახალ მზიურში“ (მზიურის პარკი, ჭავჭავაძის გამზ. 24) საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ახალი სოციალური პროექტის „სიკეთის ყუთის“ გახსნით ღონისძიებას მართავს.
ბევრს გვქონია ისეთი მომენტი, როდესაც არ ვიცით თუ რა მოვუხერხოთ ძველ ან გამოუყენებელ ტანსაცმელს. საქართველოში ბევრი ადამიანია ისეთი, ვისთვისაც ტანსაცმელი სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კარიტასმა გადაწყვიტა ახალი პროექტის „სიკეთის ყუთის“ გახსნა. პროექტის მიზანია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ტანსაცმლის გადამამუშავებელი სოციალური საწარმოს შექმნა და საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება. „სიკეთის ყუთში“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოწირული ტანსაცმელის მოთავსება. ყუთის მეშვეობით კი გროვდება ტანსაცმელი ყველაზე შეჭირვებული ადამიანებისთვის.
გახსნით ღონისძიებაზე კაფეში „ახალი მზიური“ ერთ-ერთი „სიკეთის ყუთი“ საზეიმო ვითარებაში დაიდგმება, სადაც ამიერიდან ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს და შემოწირული ტანსაცმელი განათავსოს. ტანსაცმლის შემოწირულობის ყუთი ასევე დგას, „გალერია თბილისში“, თბილისის მწვანე სკოლასა და საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრში.
ღონისძიებაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ტანსაცმლის შეგროვების მნიშვნელობაზე და პროექტის სამომავლო განვითარების გეგმებზე. ასევე, გაიმართება ანიმაციის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს არსებულ პრობლემას. ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები, პარტნიორი სკოლები და დაწესებულებები. პრეზენტაცია გაგრძელდება ერთი საათი და სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს კარიტასის დირექტორი - ანაჰით მხოიანი.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტი „სიკეთის ყუთები“ მნიმუმ 3 წლის მანძილზე განხორციელდება და ამ ხნის განმავლობაში თბილისის მასშტაბით ყუთები მრავალ ლოკაციაზე განთავსდება. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://caritas.ge/ka/clothes-donation/).

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ღამბაშიძე
კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი
ნომერი: (+995) 591 223415
ელ-ფოსტა: nino.gambashidze@caritas.ge
ვებ-საიტი: www.caritas.ge
წაკითხულია: 2783