ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/09/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოში შინ მოვლის დანერგვის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება
2018 წლის, 21 სექტემბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო ZP პალასში (მარჯანიშვილის ქ N44/48), საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით, აწყობს მრგვალ მაგიდას თემაზე “შინმოვლის განვითარება საქართველოში”.
შეხვედრის მიზანია შინმოვლის პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებისთვის. ღონისძიების ფარგლებში მოხდება პრეზენტაცია, თუ რასიტუაციაა ამ ეტაპზე „საქართველოს მოსახლეობის დაბერების საკითხზე 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით, როგორ მიმდინარეობას თემის ინტეგრაცია და რა გამოწვევების წინაშეა შინმოვლის მიმართულებით ქვეყნის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის აპარატის წევრები, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობები, შინმოვლის მომსახურების მიმწოდებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.
შინმოვლის კონცეფცია საქართველოს კარიტასის მიერ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისში იყო წარმოდგენული. ამ წლების განმავლობაში შემუშავდა მომსახურების მოდელი და სტანდარტი, მომზადდა მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის დაფინანსება ხდება უცხოელი დონორების მიერ, ის დღეს წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე მსხვილ ქალაქში. 2016 წელს საქართველოს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა დაბერების პოლიტიკის სახელმწიფო კონცეფცია, ხოლო 2017 წელს მიღებულ იქნა მთავრობის სამოქმედო გეგმა. საქართველოს კარიტასის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის 02.11.2017 წლის #490 დადგენილებაში "საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე", შეტანილი იყო შინმოვლის განვითარების აუცილებლობა რეგიონებში. დადგენილების პროექტის თანახმად მუნიციპალიტეტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით, ევალებათ შინმოვლის საპილოტე პროგრამების შემუშავება. კარიტასი, როგორც სფეროს ერთ-ერთი ლიდერი და პიონერი ორგანიზაცია, ცდილობს ხელი შეუწყოს პროგრამის სწორად წარმართვას, რათა მიზნობრივად მოხდეს ბენეფიციარებთან მუშაობა, მათი საჭიროებების ზუსტი განსაზღვრა და შესაბამისი სერვისის გაწევა. იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ჯერ არაქვთ ასეთი პროექტების მართვის გამოცდილება, ორგანიზაცია ეხმარება ამ კუთხით თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე შემუშავდა თბილისის მუნიციპალური შინმოვლის თანადაფინანსების მოდელი. სწორედ ამ მოდელის სხვა მუნიციპალიტეტებში დანერგვის მექანიზმზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის ფარგლებში. მსგავსი ტიპის გამოცდილების გაზიარება კი ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის ზრუნვის მუნიციპალური პროექტების განვითარებას.
საქართველოს კარიტასი წარმოადგენს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 1994 წლიდანეწევასაქმიანობას. ორგანიზაციის მრავალმიმართულებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია შინმოვლის სერვისს. საქართველოში თანამედროვე შინმოვლის კონცეფცია საქართველოს კარიტასის ოთხმოცდაათიანიწლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ამეტაპზე ორგანიზაცია ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „შინმოვლის განვითარება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს შინმოვლის ინტეგრაციის ხელშეწყობას ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტების მომსახურებასთან ერთად, საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობას, სტუდენტის სწავლებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, საკანონმდებლობაზის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების შესაძლებლობების განვითარებას მოსახლეობისათვის ზრუნვის სერვისის ორგანიზაციის მიზნით.

ორგანიზაციის შესახებ
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს დაგერმანიის კარიტასის დინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, საქართველოს ექთნებისა და კერძოკოლეჯების ასოციაციები, ჯანდაცვისა და განათლების ცენტრები, ადგილობრივი თვითმმართველობები.
წაკითხულია: 2482