ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/08/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს
2019 წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, iPlus-ის (IClub Apple fan club) ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს.
Facebook გვერდზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.
ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული.
კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.
იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.
ვინაიდან, საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროცესებს წარმართავს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2017