ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/12/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2017
2017 წლის 7-8 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ (ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი #4), ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG); განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC); საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB), ორგანიზებით გაიმართა სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2017, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია სოციალ საწარმოთა კოორდინირების და გამოცდილების გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება.
CSRDG-ს ორგანიზებით „სოციალური მეწარმეობის ფორუმი“ 2012 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, სოციალური მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგაზანიციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემები იყო: გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში და სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრების ერთობლივი შეკრების უზრუნველყოფა სამომავლო სტრატეგიის შესამუშავებლად.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2017”-ზე, ტრადიციად ქცეული ნომინაციების ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგი მიმართულებით წლის Start Up სოციალური საწარმო მწვანე სჩუქარი გახდა ხოლო, წლის სოციალური საწარმო - კოდალა.

წელს, პირველად ფორუმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. კერძოდ, საქართველოს ბანკს, ჯეოსელს, ფოთის საზღვაო ნავსადგურს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ -ს და “ბიზნეს მედია საქართველოს”, მათ „იკორთას“ მიერ დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ ახლად დაარსებული და უკვე მოქმედი სოციალური საწარმოები. ასევე, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები: ფორუმი ტარდება ევროკავშირის და „პური მსოფლიოს“ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც გრძელდება 31.01.2019 წ-დე. პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი ორგანზაციების შესაძლებლობის განვითარება სოციალურ მეწარმეობაში, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.
ორგანიზაციის შესახებ
ფორუმის მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი
მედია მხარდამჭერები: საქმიანი დილა; Georgia Today; Publicity.ge; BusinessPressNews.
წაკითხულია: 3700