ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/06/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
“Tech4Good” - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების ახალი შესაძლებლობები
თბილისში, Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით გაიმართა პროექტ „Tech4Good”-ის პრეზენტაცია, რომელშიც პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზიები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
„Tech4Good“, Microsoft-ის გლობალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგი კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 70 000-ზე მეტ არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაციას 1 მილირადი დოლარის ღირებულების სერვისებს უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს.

„Tech4Good“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, 2010 წლიდან დღემდე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მიიღო Microsoft-ის უფასო პროდუქტები. ჯამში, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქლაუდ სერვისი და სოფტი გაიცა უფასოდ არაკომერციულ-არასამთავრობო სექტორზე. მიმდინარე წელს კი ინიციატივის ფარგლებში უკვე 288,000 აშშ დოლარის პროდუქციაა უფასოდ მიწოდებული.
„მედიათეკაში გამართული ღონისძიება Microsoft-ისა და PH International-ის ერთობლივი ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შუწყოს არაკომერციულ ორგანიზაციებს მათი მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. Microsoft-ი ამ ორგანიზაციებს უფასოდ, ან ძალიან მაღალი ფასდაკლებით სთავაზობს საკუთარ პროდუქტებს, რაც ფაქტიურად ნიშნავს ორგანიზაციების ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლებას ბიუჯეტის გარეშე“. - განაცხადა შეხვედრაზე PH International-ის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა.
პრეზენტაციაზე ის ორგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც უკვე სარგებლობენ აღნიშნული პროდუქტებით, ან გეგმავენ ჩაერთონ კამპანიაში. პანელურ დისკუსიაზე სტუმრებმა სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს უკვე მიღებული გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არასამთავრობო სექტორმა შეთავაზებული ინოვაციური მომსახურება და მიიღოს ახალი სერვისი ფასდაკლების სისტემით ან სრულიად უსასყიდლოდ.

ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენებმა ისაუბრეს Microsoft Azure-ის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები); შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილი იყო კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტური საშუალებებით. განხილულ იქნა ასევე Office 365-ის შესაძლებლობებიც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას.
ორგანიზაციის შესახებ


"Tech4Good" ღონისძიება თბილისში ორგანიზებულია Microsoft-ის მიერ, PH International-თან პარტნიორობით, რომელიც საერთაშორისო ლიდერია ეფექტური და მაღალხარისხიანი პროგრამების მიწოდებით და საქართველოში აქტიურად მუშაობს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
წაკითხულია: 1714