ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/08/2021
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქალაქ პეკინში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას 50-მდე დისტრიბუტორი, სომელიე და კვების ინდუსტრიის წარმომადგენელი დაესწრო

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება.

სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ პეკინში, „ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრში“ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. პროფესიონალი სტუმრების წინაშე ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ დოქტორმა ჰუანგ იუტონგმა ისაუბრა, ხოლო დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალი კესიდი დარტი უძღვებოდა.

ქართული ღვინის ექსპორტის მიმართულებით, 2021 წელი პოზიტიური ტენდენციით დაიწყო - მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1585