ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სს სილქნეტი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ს/ს სილქნეტი 2010 წლის მარტში დაფუძნდა და დღეს ის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ქართულ ბაზარზე.
 სილქნეტმა პირველმა შეთავაზა ბაზარს ოთხ კომპონენტიანი სერვისი, რომელიც მოიცავს - ტელეფონს, ინტერნეტს, ტელევიზიას და მობილურ კავშირს;
 სილქნეტი ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტ ქალაქს აწვდის სატელეკომუნიკაციო სერვისს და გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა ოპერატორები;
 კომპანიას დანერგილი აქვს რამდენიმე ტექნოლოგია, რაც მომხმარებლისთვის ალტერნატივის შეთავაზების საშუალებას იძლევა:
o სილქნეტის 4G LTE ტექნოლოგიით კომპანია სოფლად მოსახლეობის წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან და ტელეფონთან;
o სილქნეტის ოპტიკური ქსელით მიმდინარეობს, როგორც თბილისის, ისე რეგიონული ქალაქების დაფარვა. ამ ეტაპზე ოპტიკური სერვისებით უკვე სარგებლობს ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, ველისციხე, რუსთავი.
o სილქნეტი დსლ-ინტერნეტის გაუმჯობესებულ ვერსიას აწვდის. ქსელის მოდერნიზაციამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა მინიმალური სიჩქარე 3ჯერ გაეზარდა.


 კომპანიის სატელევიზიო სერვისი უნიკალურია და გამოირჩევა ბაზარზე, როგორც მოხმარების სიმარტივით, ისე ექსკლუზიური კონტენტით (Silk კინო, საბავშვო და სპორტული არხები), განახლებადი რეიტინგული არხებით;

 სილქნეტს არსებული პროდუქტების ანალოგი ციფრული აპლიკაციები აქვს შექმნილი სხვადასხვა გაჯეტებისთვის და მოწყობილობებისთვის. ესენია - Silk UP, SilkTV, Silk პულტი;

 პორტალი my.silknet.com - ვირტუალური სერვისცენტრია - სილქნეტის ქსელში ჩართული ყველა სერვისის სამართავად - ვებ-გვერდზე 24 საათიანი წვდომით მომხმარებელი სხვადასხვა ოპერაციებს დაუბრკოლებლად ასრულებს, ცხელი ხაზის და სერვის-ცენტრის გვერდის ავლით, მისთვის სასურველ დროს;

 სილქნეტი, მის აქტივში არსებული სატელეკომუნკაციო ქსელით, მაღალტექნოლოგიური პროდუქციითა და კვალიფიკაციური თანამშრომლებით, კავკასიის რეგიონში წარმოადგენს საიმედო დასაყრდენს პარტნიორი ქვეყნებისთვის, რაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს უხსნის კომპანიას.
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები