ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/09/2021
ელენე ხოშტარიას მიერ გამართული ბრიფინგი

„ჩვენ, პოლიტიკური პარტია „ელენე ხოშტარია - დროა“ გვინდა, საგანგებო ბრიფინგით გამოვეხმაუროთ იმ ტოტალურ ბოროტებას, რისი მომსწრეებიც გავხდით საქართველოს მოქალაქეები. პრაქტიკულად, ყოველდღიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც რეალურად არა სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ “ქართული ოცნების” ინტერესების დაცვის სამსახურია, ჟონავს ინფორმაცია ადამიანების უფლებების საშინელი გათელვის შესახებ. ჯერ ვნახეთ როგორ იდევნებიან მასწავლებლები და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, პარტიული საარჩევნო ინტერესების გამო. აღირიცება მათი პირადი ცხოვრება, რითიც შემდგომ მათ აშანტაჟებემ.

ახლა, გამოჟონა წარმოუდგენელი მასშტაბის ინფორმაციამ, რაც ადასტურებს, რომ ყველას უსმენენ.  ინფორმაცია მოიცავს პირად ცხოვრებას, ოჯახის წევრების საუბრებს, საქმიან საუბრებს, არასაქმიან საუბრებს. პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის მსგავსად, თითოეული ჩვენგანის ოჯახში დამონტაჟებულია „ქართული ოცნების“ ყური და თვალი.  


ეს არის უდიდესი ბოროტება.  გუნდის სახელით მინდა, განვაცხადოთ, რომ პირველი: „დროა“ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს. მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, „პოლიტიკური პოლიცია“ აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუსის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული საქმიანობა.  ეს არის ის, რაც რეალურად შეიძლება წარმოადგენდეს ქვეყნისთვის საფრთხეს. ხოლო „პოლიტიკური პოლიციის“ არსებობა ქვეყანაში, საფრთხეა თითოეული მოქალაქისთვის.


და  ბოლოს, მთავარი პასუხი ამ გაუგონარ თავგასულობაზე, უნდა იყოს 2 ოქტომბრის არჩევნები, სადაც მთავარია, რომ იმ ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზინოს უარი „ქართულ ოცნებაზე“ და გაგვაკეთებინოს არჩევანი კოალიციური, დაბალანსებული მთავრობის სასარგებლოდ.“ 


ბათუ ქუთელია:


 „დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება არის ბოლომდე კომპრომატირებული, რუსეთი უხეშად ერევა სისტემაში და მისი საშუალებით ხდება ჩვენი ცხოვრებით, მომავლით მანიპულაცია. ეს ავტორიტარული რეჟიმებისთვის კარგად აპრობირებული მეთოდია.  ყველაზე კარგად ამას რუსეთი აკეთებს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამ ტიპის რუსული  მოდელი და ტოტალური კონტროლის უსაფრთხოების სისტემა საქართველოში გადმოვიდა.


ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი პირველ რიგში, სწრაფად ხელისუფლების ცვლილება და მეორე, დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სექტორის კომპლექსური რეფორმის ჩატარებაა. ძირეული და არა ზედაპირული, მექანიკური რეფორმის.


 დღეს, ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია უსაფრთხოების სისტემა, რეალურად ვართ ადვილად მანიპულირებადი ყველანაირი ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე, დაწყებული საზოგადოების დახლეჩით და პოლარიზებით. განსაკუთრებით, ეს ვლინდება ხოლმე მგრძნობიარე პოლიტიკურ პერიოდში, არჩევნების დროს ან მნიშვნელოვანი მოვლენებისას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, „დროას“, გვაქვს კარგად დამუშავებული უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გეგმა, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი უცხოელი პარტნიორები. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ეს მახინჯი სისტემა!“

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 199