ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/11/2021
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კლიმატის ცვლილებზე რისკის შესამცირებლად სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ გახსნეს.


„კატასტროფის რისკის მართვა, რომელიც თემის ჩართულობით ხორციელდება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკების შემცირებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, გამოაცხადა კონკურსი - ,,შექმენი უსაფრთხო თემი". კონკურსი ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაინტერესებას და კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში მათ ჩართულობას", - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.


 


პროექტის ექსპერტებმა, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში თემის როლისა და მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს.


შეხვედრის მიზანი ბუნებრივი საფრთხეების მართვის საკითხებში სათემო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობაა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორ უნდა შეიქმნას სწრაფი რეაგირების ჯგუფი სწორად, როგორ უნდა შეფასდეს რისკები და შემუშავდეს სწრაფი რეაგირების გეგმა. სამუშაო შეხვედრას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.


 


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 339