ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/04/2022
ნინო თანდილაშვილმა, პარლამენტში, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნესსექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის" შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოხსენება წარადგინა.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი დაამკვიდრებს ქვეყანაში სააუზო მართვას, შედგება მდინარეების სააუზო მართვის გეგმები, რომლის მთავარი მიზანი წყლის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებაა. კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან წყალსარგებლობის მიმართულების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლით მოსახლეობის მომარაგებას. კანონი ასევე ითვალისწინებს წყლის გამოყენების სანებართვო სისტემის შემოღებას", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც, ევროკავშირთან არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის, თანამედროვე სისტემას.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1292

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები