ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/12/2022
MODERN HOUSE-მა ახალი შოურუმი გახსნა - კომპანია იტალიური ავეჯის მწარმოებელი

პრემიუმ ხაზის, ავეჯის სახლმა "მოდენ ჰაუსმა" ახალი შოურუმი გახსნა.


შოურუმის გახსნას იტალიის ელჩის მოადგილე საქართველოში ნოკოლა იორიო, პარტნიორი იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანია Franco Ferri-ს წარმომადგენელი მიქელე სპატრა, თურქული ავეჯის მწარმოებელი ქარხანა Sancreas-ს წარმომადგენელი, ქვეყნის წამყვანი დიზაინერები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებას კომპანიის დამფუძვნებელი ლევან ჯამბაზიშვილი წარუძღვა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კომპანიის მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


2022 წლის შემოდგომაზე კომპანია „მოდენ ჰაუსი" გახდა იტალიური ავეჯის მწარმოებელი Franco Ferri-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ასევე კომპანია თანამშრომლობს თურქულ პრემიუმ ხაზის მწარმოებელ ისეთ ქარხნებთან, როგორიცაა Sancrea.


კომპანია „მოდერნ ჰაუსი" 2011 წელს დაარსდა. შოურუმებში წარმოდგენილი ავეჯი ყველა გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს და ამასთან, პასუხობს ყველა სტანდარტს, მათ შორის ეკოლოგიურ სტანდარტს. კომპანიაში წარმოდგენილია: მისაღები ოთახის, სასადილო ოთახის და საძინებელი ოთახის ავეჯი, ასევე სხვა რბილი ავეჯიც. ავეჯს იტალიელი დიზაინერები ქმნიან.


შოურუმის პრეზენტაციის ბოლოს გაიჭრა ტორტი და გაიმართა გათამაშება.


 



 


 


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2740