ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/04/2023
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სპორტფოტო

3 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში, მერაბ ბერძენიშვილი კულტურის ცენტრი „მუზაში“ (თბილისი, მ. ბერძენიშვილის ქ. #1), ტრადიციული, რიგით მე-9 ფოტოგამოფენა სახელწოდებით „სპორტფოტო“ ჩატარდება. პროექტის, რომელიც ამ სახითა და სახელწოდებით 2014 წლიდან აგრძელებს ცხოვრებას, მთავარი მიზანია თბილისში და მთლიანად საქართველოში, სპორტული ფოტოგრაფიის განვითარება. ტრადიციულად პროექტი თბილისის მერიის დაფინასებითა და მხარდაჭერით ტარდება.


ამჯერადაც, პროექტი, განვლილი წლის შედეგებს შეაჯამებს. მორიგი, მეტ-ნაკლებად წარმატებული წლის შემდეგ,  „სპორტფოტო 2022“ სპორტის გულშემატკივრამდე კიდევ ერთხელ მიიტანს ფოტო-ინფორმაციას წლის ქართულ სპორტულ მონაგარზე.


პროექტმა, 2014 წლიდან თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა თბილისის სპორტულ ცხოვრებაში. ჩვენი ჯგუფი, ცდილობს, ამ სახით, სპორტული ფოტოგრაფებიც წაახალისოს და თავად სპორტსმენებიც. ამას გარდა, შექმნას წლის სპორტული ფოტო-ისტორია. ტრადიციულად, წლევანდელ პროექტში გვყავს რამდენიმე დებიუტანტი. ტრადიციულად, „სპორტფოტო“ თემატურად ხუთი ოლიმპიური რგოლის პრინციპით იწყობა. დებიუტანტი ავტორების ნამუშევრები, ექსპოზიციის ე.წ. საავტორო რგოლში განთავსდება. ერთი რგოლი, მთლიანად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება, სადაც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ფიგურული ციგურაობის ქართულმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ამ რგოლისთვის ფოტოები საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვაწოდა, რომელიც მეორე წელია აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს პროექტში. ზამთრის თამაშებზე კი, სპორტულმა ფოტოგრაფმა, ხატია ჯიჯეიშვილმა იმუშავა. პირველად იასპარეზა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმაც ევროპის ჩემპიონატზე. ამ მიმართულებით, პროექტში, UEFA ჩაერთო. ტრადიციულად, მონაწილეთა შორის არის IJF (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) და IWF (ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია). მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართული ფედერაციები და სპორტული კლუბები.  საერთო ჯამში, „სპორტფოტო 2022“-ზე წარმოდგენილია კადრები სპორტის რამდენიმე ათეულ სახეობას მოიცავს.


გამოფენა „მუზაში“ ორ დღეს გასტანს და დამთვარიელებლისთვის იქ, მოხვედრა თავისუფალია.


საკონტაქტო: +995 558 178 111  www.tsff.ge / info@tsff.ge / tamara.jishkariani@gmail.com


 


ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 324