ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/10/2024
სომხეთის კარიტასის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას ეწვია სომხეთის კარიტასის დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სომხეთის კარიტასის, სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების, პროფესიული განათლებისა და სწავლების განვითარების ეროვნული ცენტრის, ქ. გიუმრის და ვანაძორის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯების წარმომადგენლები.

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების, ზრუნვის სექტორის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას და საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გამოცდილების გაზიარებას შინმოვლის მომსახურების ორგანიზების, საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობის და შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის პილოტირების საკითხებში.


სტუმრებისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეხვედრები გაიმართა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში და საქართველოს პროფესიული განათლების სასწავლებელში „ბიზნეს აკადემია" - ში. გაიმართა შეხვედრა ერთერთი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებთან და კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის წევრებთან.


შეხვედრების დასასრულს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს სომხეთში შესაბამისი სფეროების შემდგომ განვითარებას.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 172