ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება
13/08/2021
ვინ?: Green4Georgia არასამეწარმეო, არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ადგილობრივი და ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია, ხეების დარგვა, ტყის გაშენება და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაა.
გარემოს დაცვა, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება, კომპანია Green4Georgia-სათვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყოველწლიურად დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ჩვენი გარემოს გამწვანებასა და გაჯანსაღებაში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ხეების დარგვითა და დონაციით წვლილის შეტანა.
თქვენ მიერ დარგულ ყველა ხეს აქვს უნიკალური კოდი, რომელშიც შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი ხეები და დააკვირდეთ მათი ზრდის პროცესს.

ჩვენ დედამიწელები ვართ, შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლით, მასზე ვიზრუნოთ, მოვუაროთ და უფრო მეტად გავამწვანოთ.
რა?: 14, 15 და 16 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, კომპანია Green4Georgia-ს ორგანიზებით კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება.
სად?: 2021 წელს, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია, ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის, კოლხური ფლორის დენდრარიუმისა და სანერგე მეურნეობის შექმნა.
როდის?: სამ დღიან ეკოტურში მონაწილეობის მიღების ღირებულება 10 ლარია

ტურის განრიგი:

• 14,15, 16 აგვისტო
• გასვლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან
• დრო: 10:00 სთ.
• ჩასვლა ჩხოროწყუში
რატომ?:
წაკითხულია: 2634